ორწლიანი პაუზის შემდეგ, მიუნხენში ლუდის ფესტივალი „ოქტობერფესტი“ დაიწყო
ლუდის ყველაზე დიდი ტრადიციული ფესტივალი, რომელიც მიუნხენში მთელი მსოფლიოდან მილიონობით ტურისტს იზიდავს, ბოლოს 2019 წელს გაიმართა და მას 6 მილიონ 300 ათასი სტუმარი დაესწრო. ფესტივალი გასულ უქმეებზე დაიწყო. ყველაზე პოპულარული ლუდის ფესტივალი 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებაზე კოვიდშეზღუდვები არ იმოქმედებს.
