ენერგორესურსების დაზოგვის მიზნით, საღამოობით ლუვრსა და ვერსალში ელექტროენერგიას ჩვეულებრივზე ადრე გამორთავენ
ცნობას დასავლური მედია საფრანგეთის კულტურის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ლუვრში, რომელიც ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათამდეა განათებული, ამიერიდან ელექტროენერგია საღამოს 11 საათზე გაითიშება. ვერსალის სასახლეში კი, საღამოს 11 საათის ნაცვლად, დენს 10 საათზე გამორთავენ. შეცვლილია პარიზის სიმბოლოს - ეიფელის კოშკის განათების საათებიც - ღამის პირველი საათის ნაცვლად, ეიფელის კოშკის განათება 23 საათსა და 45 წუთზე ითიშება.
