დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს დღეს დაკრძალავენ
სამგლოვიარო ცერემონიაზე 200 ქვეყნიდან 500 მდე ოფიციალურ სტუმარს ელოდებიან. მათ შორის იქნება 100 პრეზიდენტი და მთავრობის ხელმძღვანელი. სამეფო კარის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ელისაბედ მეორის დაკრძალვა ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული ცერემონია იქნება.
