მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია
თბილისში, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია მეორე ეტაპზე გადადის. ამ დროისთვის საგზაო სამუშაოები 14 ათას კვადარატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები იგება. პროექტის მიხედვით, მელიქიშვილის გამზირზე მთლიანად დასრულებულია მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია. ამჟამად, საჰაერო ქსელების კაბელ-არხებში განთავსებაზე მუშაობენ. უახლოეს პერიოდში ტროტუარებისა და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა დაიწყება.
