კიკეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალს ოფიციალურად დღეს გააცნობენ
კიკეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 54 წლის მამაკაცს, რომელსაც გამოძიება ერთი ადამიანის მკვლელობას და 5 მოქალაქის დაჭრას ედავება, ბრალს ოფიციალურად დღეს გააცნობენ. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისივე ინფორმაციით, ბრალდებულმა თავის დაცვის მიზნით ისროლა, რადგან დაპირისპირების დროს მას და მისი ოჯახის წევრს თავს დაესხნენ. სისხლიანი ინციდენტი კიკეთში 2 დღის წინ მოხდა.
