„იმედის კვირის“ ექსკლუზივი - ინტერვიუ ათონის მთის ერთ-ერთი უდიდესი, ვატოპედის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ეფრემთან
სასულიერო პირმა დეტალურად ისაუბრა, რას ფიქრობს რუსეთ-უკრაინის ომზე, ბერძნული და რუსული ეკლესიების დაპირისპირებაზე, სასულიერო პირების მიმართ ნდობასა და დაბრკოლებებზე. საერო და სასულიერო თემებზე საუბარი საქართველოში მისი ვიზიტის დეტალებით დაიწყო. მამა ეფრემმა მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა გაიხსენა და მის შესახებ ვრცლად ისაუბრა. არქიმანდრიტის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი მან ათონის მთაზე, ვატოპედის მონასტერში მიიწვია.
