საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებშია
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის დებატების მონაწილეებს მიმართავს. მანამდე პრემიერ-მინისტრი სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ნიუ-იორკში ვიზიტისას მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
