სამეფო მოდა
ორშაბათს დედოფალ ელისაბედ მეორეს დაკრძალავენ. მაგრამ ახლა ცერემონიალის დეტალებსა და მონარქის მმართველობის სტილზე არ გიამბობთ. თუმცა გიამბობთ სხვა სტილზე, რომელმაც ასევე ეპოქა შექმნა. სამეფო მოდა ყოველთვის მოდის კრიტიკოსებისთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროა. ელისაბედ მეორის შემთხვევაში, რთულია ვთქვათ მონარქი მისდევდა მოდას, თუ მოდა მონარქს. ამბობენ, რომ ის უარს ამბობდა მიმდინარე ტრენდებზე თუმცა, მისი სტილით მოდის ტენდენციებს ქმნიდა. დედოფალი ხანდაზმულ ასაკში განსაკუთრებულად გამოარჩევდა საკმაოდ თამამი ფერის ორეულებს, კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ დიდებული ფერები მისი უდიდებულესობის ტიტულის ხაზგასასმელად შეირჩა. შორენა კოპალეიშვილმა გადახედა არქივს, რომელიც დედოფლის მოდის ისტორიას მოიცავს.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
