ახალი გზები
როგორც ამბობენ, კარგი მოგზაურობა იზომება არა კილომეტრებით, არამედ მომენტებით, თუმცა ამ სასიამოვნო მომენტების შექმნისთვის, დამეთანხმებით ალბათ, რომ შემცირებული კილომეტრები, მეორეხარისხოვანი თემა სულაც არაა. ყველაზე კარგად, ამის შეგრძენება ზაფხულში შეგვიძლია, როცა შვებულებების და დასვენებების დრო მოდის და ზღვაზე თუ მთაში მისვლა ყველას მიგვეჩქარება. თუკი წელს დასავლეთ საქართველოსკენ გაემგზავრეთ, გასაკუთრებით თვალში მოგხვდებოდათ მასშტაბური სამუშაოები რიკოთზე, რომლის დასრულების შემდეგ ბათუმში ჩასვლას სამ საათ-ნახევარში შევძლებთ. ამისთვის ინფრასტრუაქტურის სამინისტრო, როგორც თავად უწყებაში ამბობენ, უწყვეტ რეჟიმში და ახალი ტექნოლოგიების დახმარებით მუშაობს. რიკოთი საუკუნის პორექტია, მაგრამ ერთადერთი არ არის, რაც გადაადგილებას ეხება. მნიშვნელოვანი სამუშაოებია კობი-გუდაურის 34 კილომეტრიანი გზის შესამცირებლად და კახეთში მგზავრობის შესამოკლებლად. რადგან ძველი გზებით ახალ ჰორიზონტებამდე ვერ მივალთ, მოდით ვნახოთ ანუკი ჩხიკვაძის სპეციალური რეპორტაჟი, ახალი გზებისა და ახალი ჰორიზონტების შესახებ.
