The Business Times-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია
კრედიტ სუის გრუპის ტრასტმა აღიარა, რომ უნდა მიეღო გონივრული ზომები, რათა მოეგვარებინა ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ანგარიშებიდან თანხების არასანქცირებული გადარიცხვის საკითხი. ამის შესახებ გამოცემა ბიზნეს თაიმსის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, სადაც წერია: კრედიტ სუის გრუპის ტრასტმა აღიარა, რომ არ შეატყობინა მილიარდერ კლიენტს მისი ანგარიშებიდან არა სანქცირებული გადარიცხვების შესახებ, რაც არის მოულოდნელი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს სინგაპურში მიმდინარე სასამართლო განხილვის ბედი. სასამართლო განხილვის პირველი 9 დღის განმავლობაში კრედიტ სუისის ტრასტის მთავარი ადვოკატი ლი ენგ ბენგი ამტკიცებდა, რომ ტრასტის პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის აქტივების მართვით შემოიფარგლებოდა, და რომ ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი ან მისი ქართველი ბიზნეს მრჩეველი იღებდა და მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ნებისმიერი ზარალის შესახებ. თუმცა 16 სექტემბერს ლიმ მოსამართლეს განუცხადა, რომ ტრასტმა დაარღვია საკუთარი, როგორც ნდობით აღჭურვილი მმართველის ვალდებულებები. წერია სტატიაში.
