დაპირისპირება ოპოზიციაში
შემოდგომაზე ამინდისა და პოლიტიკის ცხელი პროგნოზი იყო დაანონსებული. ჯერჯერობით ორივეგან გრილა. პოლიტიკური პარტიები ოპონირების რეჟიმში არიან, მაგრამ ძირითადად შიდა და ურთიერთ-ოპონირებით არიან გატაცებულები. მთავარი კრიტიკის საგანი ისევ ნაციონალური მოძრაობაა. ამჯერად კრიტიკოსების როლში გიგა ბოკერია და თაკო ჩარკვიანი არიან. ყოფილ თანაგუნდელებს ევროპული საქართველოს ლიდერი გვერდში მდგომებს უწუნებს. დაახლოებით იგივე პრეტენზია აქვს პარტია კანონი და სამართლის თავმჯდომარესაც. არადა, ჯერ კიდევ ზაფხულში დადებული პირობის მიხედვით, ოპოზიციას თანამოაზრეების კრიტიკის დრო არ უნდა ჰქონდეს.
