სახალხო დამცველის შერჩევის წესი
12 პუნქტიდან მე-12-ზე ქართული პოლიტიკური სპექტრის პოზიციები შეიძლება თითქმის დაუახლოვდეს ერთმანეთს. თითქმის იმიტომ, რომ სტარტეგია აღმაშენებელი სახალხო დამცველის შერჩევის საკითხზე კვლავ გამიჯნულ პოზიციას ირჩევს. როგორც ისინი აცხადებენ, დანარჩენებისგან განსხვავებით, თანმიმდევრულები არიან და არც შეცვლილი წესისთვის დაუჭერიათ მხარი და არც პროცესს ენდობიან. ხელისუფლების ნდობა დანარჩენ ოპოზიციასაც არა აქვს, მაგრამ მუშა პროცესს მაინც არ ეთიშებიან. მმართველი ძალა კვლავ იმეორებს, რომ საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს და ოპონენტებს შანსის გამოყენებისკენ მოუწოდებს. თავად მესამე სექტორი, რომელმაც პოტენციური ომბუდსმენები უნდა წარადგინოს, ჯერჯერობით მხოლოდ თათბირობს. მაკა აბულაძე დაინტერესდა, რა ეტაპზეა სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი.
