ახალი სასწავლო წელი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად ზუგდიდში აფხაზეთის ნომერ 12 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. სტუმრებმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილ სიახლეებს. ვიზიტის ფარგლებში სკოლას სპორტული ინვენტარი გადაეცა.
