პრეზიდენტი დიდ ბრიტანეტში გაემგზავრა
სალომე ზურაბიშვილი 19 სექტმებერს, ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. პრეზიდენტის პრეს სამსახურის ინფორმაციით, ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, 18 სექტემბერს დედოფლის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ მესამის სახელით გაიმართება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან.
