რუსეთი ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარებს არ გაიყვანს
რუსეთი ზაპოროჟიის ატომური ელექტრო სადგურის ტერიტორიიდან სამხედროებს არ გაიყვანს. ამის შესახებ ვენაში რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც რუსეთს სადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს, სამარცხვინო დოკუმენტია, რადგან რუსი სამხედროები სადგურის ტერიტორიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. საგანგებო რეზოლუცია საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ 15 სექტემბერს მიიღო.
