დავით ზალკალიანი ამერიკელ კონგრესმენს შეხვდა
დავით ზალკალიანი ამერიკელ კონგრესმენს, ბრაიან ბაბინს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში შექმნილი რთული ვითარება რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის მიმართ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ელჩმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობასა და მნიშვნელობას. კონგრესმენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ მინისტრს, საქართველოს მთავრობას და ელჩს ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო მაღალ ნიშნულზე აყვანის ძალისხმევისა და ხელშეწყობისათვის. შეხვედრას ტვიტერზე ამერიკელი კონგრესმენი ეხმიანება.
