ერდოღანი პუტინის შეხვედრა
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრისას თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბუნებრივი აირისა და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხი განიხილეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის.
