საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანა თავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ საქართველოს კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას, რათა მიღწეულ იქნას ხელშესახები პროგრესი დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
