ეკონომიკურის საბჭოს სხდომა
პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ახალი ინიციატივები განიხილეს. აღინიშნა, რომ რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში პირველ შვიდ თვეში ორ ნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხაზი გაესვა ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის ტენდენციას. აღინიშნა, რომ 2022 წლის აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მეორედ, პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 2022 წლის იანვარ აგვისტოს მონაცემებით, ტურიზმიდან საქართველომ ორ მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. საბჭოს წევრებმა რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც იმსჯელეს.
