პარლამენტის თავმჯდომარემ, ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში, გენერალური აუდიტორის პოსტზე კანდიდატად ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა
პარლამენტის თავმჯდომარემ, ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში, გენერალური აუდიტორის პოსტზე კანდიდატად ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა. ყავლაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს მომავალ კვირას უყრის. ცოტნე ყავლაშვილი წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, ამ დრომდე ის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გენერალური აუდიტორის კანდიდატის დასამტკიცებლად, პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭრაა საჭირო.