ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, 20-ი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა თქვა, რომ მკვლელობის დროს ის, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და სრულიად შეურაცხადი იყო. გოგა გზირიშვილმა ფეხმძიმე ცოლს სხეულის სხვადასხვა არეში დანით 30 ჭრილობა მიაყენა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
