ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა, მათ შორის ამავე მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერები არიან. არქიმანდრიტმა ეფრემმა პრემიერ-მინისტრს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა და მთავრობის მეთაური ათონის მთაზე მიიწვია. თავის მხრივ კი, ირაკლი ღარიბაშვილმა არქიმანდრიტს საჩუქრად წმინდა ნინოს ხატი გადასცა.
