"ენდიაი" საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
ენდიაი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 25 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 8 პროცენტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 13 – პროცენტი სხვა პარტიებს; 54-მა პროცენტმა კი შეკითხვაზე შემდეგი პასუხი დააფიქსირა: არც ერთი პარტია, არ ვიცი და უარი პასუხზე. ასევე ორგანიზაციამ სოციალური ნაწილიც გამოიკვილია.
