ცილისწამებისთვის, ტელეკომპანია პირველს, სასამართლოში უჩივლეს
ცილისწამებისთვის, ტელეკომპანია პირველს, სასამართლოში უჩივლეს. თამარ ზალიშვილი, ტელეკომპანიას, არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ სიუჟეტში მოყვანილი ყოველი წინადადება სიცრუეზე იყო აგებული. მისი თქმით, რეპორტაჟში ფაქტები მიზანმიმართულად დაამახინჯეს, თითქოს მან თეატრალური უნივერსიტეტის მიერ გაცემული ყალბი დიპლომის ნამდვილობა ხელმოწერით დაადასტურა.
