პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა, რომელთა შორის ამავე მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერები არიან. არქიმანდრიტმა ეფრემმა პრემიერ-მინისტრს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა და მთავრობის მეთაური ათონის მთაზე მიიწვია. თავის მხრივ კი, ირაკლი ღარიბაშვილმა არქიმანდრიტს საჩუქრად წმინდა ნინოს ხატი გადასცა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე შარაშენიძე ესწრებოდა.
