ტარიელ ხეჩიკაშვილი მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი რეგიონებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მარტვილის საფეხბურთო აკადემიას ეწვია. ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი კლუბის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და მათ, დახმარებას დაპირდა. სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში ფონდი ასევე აბაშის სპორტსკოლას ესტუმრა და კრივის, ძიუდოსა და ჭადრაკის ინვენტარი გადასცა.
