ბათუმში კრეატივის საერთაშორიო ფესტივალი, ად ბლექ სი გაიხსნა
ბათუმში კრეატივის საერთაშორიო ფესტივალი, ად ბლექ სი გაიხსნა. რეკლამით და მარკეტინგით დაინტერესებული პირებისთვის სემინარები, ვორკშოპები და პანელური დისკუსიები იმართება. ფესტივალის პროგრამა საინტერესოა როგორც გამოცდილი პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებებისა და სტუდენტებისთვის. საერთაშორისო ჟიური კი 11 კატეგორიაში გამარჯვებულებს გამოავლენს. ფესტივალზე წარდგენილია 500 ნამუშევარი 7 ქვეყნიდან. ფესტივალის გუნდის გადაწყვეტილებით, ად ბლექ სი, აღარ მიიღებს რუსულ და ბელარუსულ ნამუშევრებს და სტუმრებს. განსაკუთრებული პირობით კი უკრაინული დელეგაცია ისარგებლებს.
