ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი იუბილარია
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი იუბილარია. ჰოსპიტალი ბავშვთა გულის პათოლოგიების სამკურნალოდ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით 26 წლის წინ დაარსდა. 1996 წლის 8 აგვისტოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა, რომელმაც ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრის წარმატებული ფუნქციონირებისათვის ყველა საჭირო აპარატურა ჩამოიტანა. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი პირველი სამედიცინო ცენტრია საქართველოში, რომელიც ბავშვთა გულის პათოლოგიების სამკურნალოდ შეიქმნა და სადაც, გულის მანკის ოპერაციები, წარმატებით ტარდება.
