საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურის სახელის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები გამოავლინა
საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურის სახელის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები გამოავლინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ერთერთი მოქალაქე მობილურ ტელეფონში გააქტიურებული სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, უკავშირდებოდა მოქალაქეებს, რომლებსაც თავს აცნობდა, როგორც პროკურატურის თანამშრომელი და აწვდიდა ცრუ ინფორმაციას, თითქოს მათ მიმართ სამართალწარმოება მიმდინარეობდა და საქმის ვითარებაში გარკვევის მიზნით, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ ტერიტორიულ ორგანოში იბარებდა.
