"ემ ენდ აი" ფორუმის ხელმძღვანელები საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, საქართველოს საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი ფორუმების გაერთიანების -,, ემ ენდ აი’’ ფორუმის ხელმძღვანელები ეწვივნენ. საქართველოში ღონისძიებების ჩატარების მიზნით, ფორუმთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო რამდენიმე წელია მოლაპარაკებას მართავდა. სტუმრებმა, თბილისში საგამოფენო სივრცეები და სასტუმროები დაათვალიერეს. კომპანია შეაფასებს თუ რამდენად მზად არის ქვეყანა უმასპინძლოს მასშტაბურ ღონისძიებებს.
