საქართველოში უკანონო მოსმენები არ ხორციელდება
საქართველოში უკანონო მოსმენები არ ხორციელდება - ასე პასუხობენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, სახალხო დამცველს, რომლის მტკიცებით, ქვეყანაში უკანონო მიყურადების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაზრდილია. დეპუტატები განმარტავენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა, უკანონო მოსმენების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
