კელი დეგნანის ექსკლუზიურ ინტერვიუს აფასებენ საკანონმდებლო ორგანოში
კელი დეგნანის ექსკლუზიურ ინტერვიუს აფასებენ საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიციის ნაწილი ინტერვიუს იმ ნაწილზე საუბრობს, სადაც დიპლომატმა ბიძინა ივანიშვილისა და რამდენიმე მოქალაქისთვის, სანქციების დაწესების მოწოდებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ოპოზიციის ნაწილი მაინც ამბობს, რომ სანქციები იქნება და რომ მიმდინარეობს ამ თემის განხილვა, მათ შორის უკრაინაში. მმრთველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიცია, ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებს და მისი მიზანია, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საქართველოს დაზიანება.
