საქართველოდან ოსკარზე წარსადგენი კანდიდატი ფილმი ცნობილია
საქართველოდან ოსკარზე წარსადგენი კანდიდატი ფილმი ცნობილია. 12 კაციანი ჟიურის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ოსკარის კანდიდატ ფილმად, რეჟისორ დათა ფირცხალავას „დიდი შესვენება“ შეირჩა. ამერიკის კინო აკადემიის საერთაშორისო სრულ მეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევის პროცედურა ეროვნულმა კინო ცენტრმა 22 აგვისტოს დაიწყო. წელს საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოპოვებას, ექვსი ქართველი რეჟისორის ფილმი ცდილობდა. “დიდი შესვენება” დავით ფირცხალავას პირველი სრულ მეტრაჟიანი ნამუშევარია. კინო სურათის მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინო ფესტივალზე შედგა.