ომის 205-ე დღე უკრაინაში
ომის 205-ე დღე უკრაინაში. რუსეთი უკრაინის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებს ბომბავს. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხარკოვის, კუპიანსკისა და იზიუმის დასახლებულ რაიონებზე, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა. რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე, დასავლეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას აძლიერებს. შეერთებულმა შტატებმა, უკრაინას დახმარების ახალი, 600 - ს მილიონიანი პაკეტი გამოუყო, გერმანია კი უკრაინას, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს.
