2022 წლის აგვისტოს თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მეორედ პანდემიის შემდეგ 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა
2022 წლის აგვისტოს თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მეორედ პანდემიის შემდეგ 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა. აგვისტოს თვეში ამ შემოსავალმა, 522 -ი მილიონ 945-ი ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +26.7% აჭარბებს. 2022 წლის იანვრ-იდან აგვისტომდე პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 2-რ მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ეს სტატისტიკური მონაცემები, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.
