ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემა "იმედი ლაივში" თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდის შესახებ ისაუბრა
ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემა იმედი ლაივში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტული მიმართულებაა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებს წელს უკვე ორჯერ მოემატათ ხელფასი, ხოლო პრემიერის ინიციატივით, იანვარში ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის,10-ი პროცენტით ზრდა იგეგმება.
