კელი დეგნანის ექსკლუზიური ინტერვიუ "იმედის" ეთერში
კელი დეგნანის ექსკლუზიური ინტერვიუ, იმედის ეთერში. ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია იმ სიის შედგენაში, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანის ირაკლი ჩიხლაძის შეკითხვას, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს სხვა, რამდენიმე მოქალაქისთვის, სანქციების დაწესების მოწოდებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში ის ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხება, მომზადებულია ამერიკელ პარტნიორებთან ერთად.
