„ჯაზი და ღვინო“
კახეთში, 15-16 ოქტომბერს წინანდლის მამულში, რიგით მეექვსე ფესტივალი „ჯაზი და ღვინო“ გაიმართება. ფესტივალს წელს პირველად, ამერიკის სახით სტუმარი ქვეყანა ეყოლება. ამერიკელი შეფ-მზარეული სტუმარ-მასპინძლებს ამერიკული კერძებით გაუმასპინძლდება. ქართული ღვინის მწარმოებელთან ერთად კი, ფესტივალს ამერიკელი მეღვინეც შეუერთდება. საღამოს მთავარ კონცერტზე საპატიო სტუმრის სტატუსით ლეგენდარული ჯგუფი „დი-ფაზი“ წარდგება.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
