საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“
23-26 სექტემბერს მაღალმთიანი აჭარის ორ მუნიციპალიტეტში, შუახევსა და ხულოში რიგით მეათე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი "ზე-კართან" გაიმართება. წლევანდელ ფესტივალში 25 ავტორი მონაწილეობს, რომლებიც მკითხველის წინაშე ლიტერატურული დისკუსიებით, ლექციებითა თუ საჯარო კითხვით წარდგებიან. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებას წელს პირველად დაემატა წიგნის ბაზრობაც. საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
