„ბლუმბერგის“ სტატია
ბლუმბერგი, ბიძინა ივანიშვილისა და „კრედის სუისის“ დავაზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ივანიშვილის სარჩელი მსოფლიო ინდუსტრიისთვის, რომელიც მდიდარი ოჯახების აქტივებს განაგებს, გამოცდა იქნება და ივანიშვილის გამარჯვება სერიოზული ანალიზის მიზეზი გახდება, თუ როგორ და როდის მიმართავენ სატრასტო ფონდების ოპერატორები უჩვეულო ტრანზაქციებსა და საეჭვო ქმედებებს. ბლუმბერგი სინგაპურის უნივერსიტეტის პროფესორის მოსაზრებასაც აქვეყნებს, რომელიც აღნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს საქმეს, რომელმაც უნდა განსაზღვროს ბენეფიციარების მიმართ ვალდებულებები და ხარისხის სტანდარტი.
