დავით გარეჯის საქმე
თითქმის ხუთი საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე დავით გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი გამოიკითხა. ბერი, რომელიც გარეჯის მონასტერში 2004 წლიდან ცხოვრობს, ამბობს, რომ ჩიჩხიტურის და ბერთუბნის მონასტრებში შესვლაზე პრობლემა 2005 წლიდან დაიწყო. მოწმემ ივერი მელაშვილთან შეხვედრებიც გაიხსენა. დღესვე სასამართლოზე სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრიც გამოიკითხა.
