სტატია შვეიცარიულ გამოცემაში
შეიცარიული დამოუკიდებელი ონლაინგამოცემა კი წერს, რომ კრედიტ სუისის შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ სინგაპურში მიმდინარე ზიანის ანაზღაურების პროცესში ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მოწმის სახით დაიკითხა ბანკის მენეჯერი, რომელიც სატრასტო ბიზნესზე, სინგაპურში იყო პასუხისმგებელი. მან კითხვებს უპასუხა, თუ როგორ გაფლანგა „კრედიტსუისის“ ყოფილმა ბანკირმა ასობით მილიონი დოლარი შეუმჩნევლად ბიძინა ივანიშვილის აქტივებიდან. მენეჯერი ამბობს, რომ მათ ეს ტრანზაქცია არ გადაუმოწმებიათ. სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება 2023 წლის პირველ კვარტალში გახდება ცნობილი. გამოცემის ინფრომაციით,ივანიშვილი თავის ზარალს მილიარდ ოცდაშვიდ მილიონ დოლარად აფასებს.
