პრემიერის ვიზიტი გერმანიაში
საქართველოს ევროპულ პერსპექტივა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო- ეს ის თემებია, რომლებზეც ყურადღება ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამახვილდა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში საქართველო მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროპას, ამ საკითხში ხელისუფლება თანმიმდევრულია და ევროპული გზა ხალხის არჩევანია. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერი გამოეხმაურა. ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ ევროპულ საბჭოში, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შეთანხმდნენ და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გერმანია საქართველოს გაუწევს დახმარებას.
