გზავნილები გერმანიიდან - პოლიტიკური შეფასებები
პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტი შეაფასეს პოლიტიკოსებმა. ბერლინიდან იყო გზავნილები საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და ოლაფ შოლცის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი ძალისხმევა. მოწოდებების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის და ამბობენ, რომ მოწოდება მათ არ ეხებათ. მმართველი გუნდის შეფასებით კი, ოლაფ შოლცის გზავნილები უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მხარდამჭერი განცხადება ქართული სახელმწიფოს მიმართ.
