სახალხო დამცველის არჩევის წესი
პარლამენტში, სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო- საკანონმდებლო ორგანო ომბუდსმენს ახალი წესის მიხედვით შეარჩევს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებასა და რეგლამენტში ჩაიწერა. ახალი ცვლილებებით სრულდება ევროპული რეკომენდაცია. ბოიკოტს კი მაინც განაგრძობს ოპოზიციის ნაწილი, რაც მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დაადასტურებაა იმისა, რომ ოპონენტები სტატუსის მიღების პროცესს ხელს უშლიან. განსაკუთრებით აქტიურია გიორგი ვაშაძე, მისი განცხადებები მიუღებელია ოპოზიცის ნაწილისთვის, ასევე, ქართული ოცნებისთვის.
