ელექტრონული არჩევნები
პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციის მეორე პუნქტზე მსჯელობენ. საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს ისევ ბოიკოტს უცხადებს სამი ოპოზიციური პარტია - ნაციონალური მოძრაობა, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი. ევროპული რეკომენდაცია საკანონმდებლო ჩარჩოს კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრას ითვალისწინებს, რომლებიც ეუთომ, ევროპის საბჭომ და ვენეციის კომისიამ გამოავლინეს. მთავარი თემა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც 2024 წლიდან არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება.
