"იმედის" ექსკლუზივი
იმედის ექსკლუზივი - ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონება 15 მილიონ ლარს აღემატება. აღნიშნული ქონების ჩამონათვალშია ძვირადღირებული სახლები, მიწის ნაკვეთები, სასტუმროები, ავტომანქანები და სხვადასხვა ქონება. მათ შორის დაყადაღებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი თბილისში, სასტუმრო ხირსა ქალაქ სიღნაღში, მიწის ნაკვეთები თბილისში, ბაკურიანში, მცხეთასა და კახეთში. ქრონიკისთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ გოგაშვილის საკუთრებაში იყო 20 მდე ძვირადღირებული ავტომანქანა და დაახლოებით ამდენივე ცეცხლსასროლი იარაღი
