„ქართულმა ოცნებამ“ სამი კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ სამი კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი მეძმარიაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ კი ზაზა ლომინაძე. სამი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა ფრაქცია ქართული ოცნება დატოვეს.
