ელისაბედ მეორის ცხედრის გადასვენება ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერში, უკვე დაიწყო
დედოფალ ელისაბედ მეორის ცხედრის გადასვენება, ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერში, უკვე დაიწყო. პროცესს თვალს ადევნებს უამრავი ადამიანი, როგორც ადგილზე, ისე პირდაპირი ეთერით. გადასვენების ცერემონიაში მონაწილეობს მეფე ჩარლზ მესამე შვილებთან - უილიამთან და ჰარისთან ერთად. პროცესიის პარალელურად, გამოსამშვიდობებელ ზალპებს ისვრიან ჰაიდ პარკში, ზარების ხმა ისმის ბიგ ბენიდან. დედოფალს 19 სექტემბერს უინძორში დაკრძალავენ, მანამდე კი, სამოქალაქო პანაშვიდი ვესტმინსტერში გაიმართება
