საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" წერილს აქვეყნებს
საზოგადოებრივი მოძრაობა ხალხის ძალა, წერილს აქვეყნებს, რითაც ეველინ ფარკასის ინტერვიუს ეხმაურება. საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარკასმა, პრაქტიკულად, საჯაროდ განაცხადა ის, რასაც გასული კვირების მანძილზე, ხალხის ძალა აქტიურად ამტკიცებდა და რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი დღემდე ვერ ბედავდა.
